„ქურთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.146.016050
18
02/12/2013
ვებგვერდი, 09/12/2013
190020020.35.146.016050
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 
        ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2013 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 იანვრის N2 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 28/01/2013, 190020020.35.146.016033) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

,,მუხლი 131. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების საახალწლო დახმარება

1. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს, ახალი წლისთვის სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.

2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე