დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.151.016134 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/12/2013 - 26/02/2014)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
„ადილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №
784 ბრძანებულების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი – 230 ოდენობით, მიწის საწყისი ნორმატიული ფასის გამოანგარიშება მოხდეს ფორმულით CN=IMG X ITL X C x K, სადაც
CN – არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი 1 მ2-ზე. IMG – არის ყაზბეგისათვის დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით, ის მუდმივი მაჩვენებელია. ITL– არის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დაბა სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით (დ.სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება). C– არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ2-ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით. K – არის მიწის საწყისი ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით . დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი 1 მ2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
| მუხლი 3 |
ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დასახლებებში და მის არეალებში გამავალ ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა – თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დაბა სტეფანწმინდის. სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში. (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 7,728 ლარს 1 მ2-ზე. ბ) შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (გარდა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო -საკურორტო და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების ) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60 %-ით , რაც შეადგენს 6,624 ლარს 1მ2-ზე . |
| მუხლი 4 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,საქართველოს კურორტების , საკურორტო ადგილების , სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და დადგინდეს 44,16 ლარი 1 მ2-ზე. |
| მუხლი 5 |
ყველა დანარჩენ დასახლებებში და არეალებში მოქცეული ტერიტორიებისათვის მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 50%-ით , რაც შეადგენს 5,52 ლარს 1 მ2-ზე. |
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №7 დადგენილება ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ |
| მუხლი 7 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები