დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 374 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 20/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №374
2009 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 13 მაისის №15/502 წერილი) ზეინდრის თემის საკრებულოს განთავსების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ვანში, სოფელ ზეინდარში მდებარე შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 351 კვ.მ (დაუზუსტებელი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №250013003166) ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები