დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჰიდროელექტროსადგურების აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების რეალიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 1, 27/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №33
2007 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
ჰიდროელექტროსადგურების აქტივების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების რეალიზების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების მიზნით:
1. მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიასა” და შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიას” და, მეორე მხრივ, ,,ენერგო-პრო ეი.ეს”-სა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის გასაფორმებელი ,,ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის შესახებ” ხელშეკრულების პროექტი და საქართველოს მთავრობასა და ,,ენერგო-პრო ეი.ეს”-ს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად უზრუნველყონ სათანადო პროცედურების გატარება, ხოლო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ – ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წინაპირობათა განხორციელების კოორდინაცია და უზრუნველყოფა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები