ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოჯიხევში ხობის მონასტრის მიმდებარე 25.2 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ

  • Word
ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოჯიხევში ხობის მონასტრის მიმდებარე 25.2 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 17/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
15
17/01/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 17/01/2008
000000000.00(0).000.000000
ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოჯიხევში ხობის მონასტრის მიმდებარე 25.2 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №15

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოჯიხევში ხობის მონასტრის მიმდებარე 25.2 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოჯიხევში ხობის მონასტრის მიმდებარე 25.2 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 4 იანვრის სხდომის ოქმი №1) და საქართველოს საპატრიაქოსათვის გადაცემის მიზნით ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის ნოჯიხევის სატყეოს №2 კვარტალის №6-26 უბნის მიწებიდან ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ხობის მონასტრის მიმდებარე 25.2 ჰა ფართობი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამოსარიცხი მიწის ნაკვეთის საზღვრები და ფართობი დაზუსტდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე-სურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     . გურგენიძე