სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნის საზღვრებში შემავალი 0,58 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნის საზღვრებში შემავალი 0,58 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 17/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
14
17/01/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 17/01/2008
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნის საზღვრებში შემავალი 0,58 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №14

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნის საზღვრებში შემავალი 0,58 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტო­რიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამო­რიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სახელ­მწიფო ტყის ფონდის წყნეთისა და ბაგების სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე საქართველოს მიწის გამო­ყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენ­დაცია (კომისიის 2008 წლის 4 იანვრის სხდომის ოქმი №1) და სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნე­ბიდან ამოირიცხოს შპს ამოს კერძო საკუთრებაში არსე­ბული შემდეგი მიწის ნაკვეთები (საერთო ფართობი – 0,58 ჰა):

ა) სარეგისტრაციო №81.23.00.411., სარეგისტრაციო ზონა – გარდაბანი-კოდი 81., სექტორი – წყნეთის სატყეო უბანი-კოდი 23., კვარტალი №00., ნაკვეთი №411., ფართობი 0,23 ჰა;

ბ) სარეგისტრაციო №81.23.00.379., სარეგისტრაციო ზონა – გარდაბანი-კოდი 81., სექტორი – წყნეთის სატყეო უბანი-კოდი 23., კვარტალი №00., ნაკვეთი №379., ფართობი 0,20 ჰა;

გ) სარეგისტრაციო №81.23.00.412., სარეგისტრაციო ზონა – გარდაბანი-კოდი 81., სექტორი – წყნეთის სატყეო უბანი-კოდი 23., კვარტალი №00., ნაკვეთი №412., ფართობი 0,15 ჰა.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს სამი­ნისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ვ. გურგენიძე