დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 529 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №529
2008 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ
2008 წლის 9 აგვისტოს საქართველოში გამოცხადებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საჭიროების ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით:
1. „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური) გამოეყოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი;
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
3. „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს ორგანიზაციული კოდი „25 16 – საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების ხარჯები“ .
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები