დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 525 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 06/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №525
2008 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
დაბა ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშილი):
ა) შესაძლოდ მოკლე დროში განახორციელოს დაბა ბაკურიანის წრიული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებითა და ტექნიკური ზედამხედველობით) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 26110102) განსაზღვრულ ასიგნებებიდან;
ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოების, პროექტირებისა და ტექნიკური ზედამხედველობის (საჭიროების მიხედვით) შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები