დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სადგურ ბათუმის ელექტროცენტრალიზაციის მართვის პუნქტის შენობისა და რკინიგზის სადგურ „მახინჯაურის“ მშენებლობის ნებართვების გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 17/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №9
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
სადგურ ბათუმის ელექტროცენტრალიზაციის მართვის პუნქტის შენობისა და რკინიგზის სადგურ „ მახინჯაურის“ მშენებლობის ნებართვების გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
1. ქ. ბათუმის სატვირთო სადგურ „ბათუმი-I“-ის შიდა ტერიტორიაზე ელექტროცენტრალიზაციის მართვის პუნქტისა და რკინიგზის სადგურ „მახინჯაურის“ ქვეყნისათვის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციებისა და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე ეთხოვოს ქ. ბათუმის მერიას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ გამარტივებული წესით გასცენ შესაბამისად სადგურ ბათუმის ელექტროცენტრალიზაციის მართვის პუნქტის შენობისა და რკინიგზის სადგურ „მახინჯაურის“ მშენებლობის ნებართვები.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები