ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 06/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
521
06/08/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 06/08/2008
000000000.00(0).000.000000
ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №521

2008 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნიკა გილაურს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ქობულეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში Orange water solutaions-სა და ქობულეთის წყალკანალს შორის ნაწილობრივ დაფი­ნანსების მიზნით ნიდერლანდების მთავრობის პროგრამა ORET-ის მიერ გამოყოფილი 1. 814. 000. (ერთი მილიონ რვაას თოთ­ხმეტი ათასი) ევროს ოდენობის გრანტის წინასწარი შემო­თავაზების (Preliminiary Offer) კონტრაქტს.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე