საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 520
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 06/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
520
06/08/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 06/08/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №520

2008 წლის 6 აგვისტო

. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის სექტემბერში საქართველოში დაგეგმილი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის გამართვის უზრუნ­ველყოფისა და სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული სხვა­დასხვა ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 83 000 (ოთხმოცდასამი ათასი) ლარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრის აპარატს, 322 660 (სამას ოცდაორი ათას ექვსას სამოცი) ლარი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 282 798 (ორას ოთხმოცდაორი ათას შვიდას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო 28 400 (ოცდარვა ათას ოთხასი) ლარი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნული სხდომის გამართვის მოსამზადებელი სამუშა­ოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელები­სათვის საქართველოს შესაბამისმა სამინისტროებმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე