დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 519 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/08/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 06/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №519
2008 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ბ. კვეზერელი) შპს „ მტკვარი-მ“ -სათვის საკრედიტო რესურსის გასაცემად გამოუყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი.
2. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ორი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, სესხის სარგებლად – წლიური ერთპროცენტიანი განაკვეთი.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით გააფორმოს სასესხო ხელშეკრულება შპს „ მტკვარი-მ“ -სთან.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები