საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 09/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2
09/01/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 09/01/2008
000000000.00(0).000.000000
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2

2008  წლის  9 იანვარი

ქ. თბილისი

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ

1. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის სა­ავტო­მობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აერო­პორტი) ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონო­მი­კური მნიშვნელობიდან გამომდინარე მშენებლობის ნებარ­თვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ სა­ქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 140 დადგე­ნილების შესაბამისად:

ა) ეთხოვოს ქ. ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივ­რ­ცითი მოწყობის საქალაქო სამსახურს არსებული საპ­რო­ექ­ტო დოკუმენტაციის საფუძველზე შეითანხმოს საერთაშორი­სო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის პრო­­ექტი;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და საექს­პერ­ტო დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე საქართველოს მთავ­რობის სტრუქ­ტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმია­ნობის წესის შესახებ საქარ­თვე­ლოს კანონით გათვალის­წინებული სამი­ნის­ტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარ­მოე­ბისა და შეთანხმების წესის დამტკი­ცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მა­ისის 101 დადგე­ნი­ლების შესაბამისად გამოსცეს სათანადო ადმი­ნის­ტრაციული აქტი საე­რთაშორისო მნიშვნელო­ბის სენა­კი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვე­თის მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ვ. გურგენიძე