დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 236 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №236
2008 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულების №6 დანართის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ კ“ , „ ლ“ , „ მ“ , „ ნ“ და „ ო“ ქვეპუნქტები:
„კ) კონსტიტუციის ქუჩის წყალსადენის, სანიაღვრე და ფეკალური კანალიზაციისა და ასფალტის საფარის რეაბილიტაცია;
ლ) ქაშაკაშვილის ქუჩის წყალსადენის, სანიაღვრე კანალიზაციისა და ასფალტის საფარის რეაბილიტაცია;
მ) დავით გარეჯის ქუჩის №21ა საცხოვრებელი სახლის დრენაჟის მოწყობა;
ნ) XV მიკრორაიონის №44 და №45 კორპუსების მიმდებარე შიდა კვარტალური გზის რეაბილიტაცია;
ო) შევჩენკოს ქუჩიდან მარჯანიშვილის ქუჩამდე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია.“.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები