დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 311 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.10.003.017478 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1854) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მოქმედება ოზონდამშლელი ნივთიერებების რეგულირებისა და №2 დანართის ნაწილში („ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის „ A“ , „ B“ , „ С“ და „E“ დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებები და მათი ნარევები) შეჩერდეს 2014 წლის 5 იანვრამდე.“. 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე‑5 პუნქტები: „4. დადგენილებით დამტკიცებული №1, №3, №4 და №5 დანართებისა და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მოქმედება აღნიშნული დანართებით განსაზღვრული ნივთიერებებისა და ნარჩენების რეგულირების ნაწილში შეჩერდეს 2014 წლის 1 ივლისამდე. 5. 2014 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მაისის №131 დადგენილებით შექმნილმა „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელმა უწყებათაშორისმა კომისიამ“ უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო კოდების ჰარმონიზება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრულ კოდებთან.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - დებულება) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ოზონდამშლელი ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით და ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში.“. 4. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო 1. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის (შემდგომში ‑ ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში ‑ სამინისტრო). 2. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში (გარდა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისა) ნებართვა ასევე შეიძლება გასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა. ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში.“. 5. დებულების მე-4 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოება მოითხოვს მშენებლობის ნებართვას, იგი გაიცემა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების (ნარჩენის გარდა), ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გამცემის მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მონაწილეობენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 5. დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ნივთიერებებისათვის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე.“. 6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. ოზონდამშლელი ნივთიერებების კვოტირების წესი 1. ოზონდამშლელი ნივთიერებისათვის, რომელთა მოხმარებაც „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის შესაბამისად ექვემდებარება ეტაპობრივ შემცირებას და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში ‑ მინისტრი) ბრძანებით ყოველი წლის 5 იანვრამდე მტკიცდება საიმპორტო კვოტა. კვოტის ფარგლებში განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისათვის განცხადებები სამინისტროს მიერ მიიღება კვოტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 2. ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული E დანართის ნივთიერების საკარანტინო და გადაზიდვის წინა მოხმარება კვოტით არ იზღუდება. 3. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური კვოტა წარმოადგენს აღნიშნული ნივთიერებების თითოეული ჯგუფისათვის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობას გამოხატულს მეტრიკულ ტონებში. 4. იმ შემთხვევაში, თუ კვოტირებას დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისათვის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი ოზონდამშლელი ნივთიერებების რაოდენობა აღემატება წლიურ კვოტას, ნებართვის მიღებით დაინტერესებულ პირებზე წლიური კვოტა ნაწილდება თანაბარწილად წარმოდგენილი განცხადებების რაოდენობის შესაბამისად. თუ თანაბარწილად განაწილების შედეგად განმცხადებელს შეხვდება მის მიერ განცხადებით მოთხოვნილ საიმპორტო რაოდენობაზე მეტი, აღნიშნული რაოდენობა თანაბარწილად ნაწილდება ნებართვის მიღებით დაინტერესებულ დანარჩენ პირებზე. 5. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას აუთვისებელი (გამოუყენებელი) კვოტა გაუქმებულად ითვლება.“. 7. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.“. 8. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული საბუთების და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა, ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტისათვის ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა; ბ) ჰარმონიზებული სისტემის (HS) კოდი; გ) ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი.“. 9. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სანებართვო მოწმობის ფორმა შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და მათი ნარევებისათვის (დანართი №2) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების (ნარჩენების გარდა), ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა №1, №3, №4 და №5 დანართებით განსაზღვრული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარჩენებისათვის ‑ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 10. დებულების მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. ნებართვის მოქმედების ვადა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისათვის განისაზღვრება მისი გაცემიდან იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე. 5. ნებართვის მოქმედების ვადა ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტისათვის განისაზღვრება ერთი წლით ნებართვის გაცემის დღიდან.“. 11. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ნებართვის მფლობელის უფლებები, ვალდებულებები, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი 1. ოზონდამშლელი ნივთიერებებისათვის გაცემული ნებართვის მფლობელს უფლება აქვს ერთი ნებართვის მოქმედების პერიოდში და ნებართვით განსაზღვრული წლიური კვოტის ფარგლებში განახორციელოს იმპორტი ერთჯერ ან რამდენიმეჯერ. 2. ოზონდამშლელი ნივთიერებებისათვის გაცემული ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებამდე ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგინოს: პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატი; ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა; ჰარმონიზებული სისტემის (HS) კოდი; ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი; ექსპორტიორის, გადამზიდავის, იმპორტიორის და მწარმოებლის დასახელება, იურიდიული მისამართი და ტელეფონი; ბ) იმპორტი განახორციელოს ნებართვით დადგენილი წლიური კვოტის ფარგლებში; გ) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებისას სსიპ ‑ შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი სანებართვო მოწმობა. 3. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს ნებართვის გამცემი ორგანო. 4. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 12. დებულების მე-2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №2
„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებები და მათი ნარევები (A და B დანართები)
(C დანართი)
(E დანართი)
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის პირველი დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები