„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
234
17/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/2008
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №234

2008 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის № 76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის № 76 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, რომლებსაც არ განესაზღვრათ გამოთანაბრებითი ტრანსფერი და მათ მიერ საგადასახადო შემოსავლების მიღება განხორციელდება ივნისის თვეში, რაც აფერხებს აღებულ ვალდებულებათა შესრულებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წელს უკან დაბრუნების პირობით გამოუყოს დროებითი ფინანსური დახმარება შემდეგ თვითმმართველ ერთეულებს: თვითმმართველ ქალაქ ფოთს – 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი, მცხეთის მუნიციპალიტეტს – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.“ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე