„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.145.016050
17
02/12/2013
ვებგვერდი, 09/12/2013
280120000.35.145.016050
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 

        თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2013 წლის 2 დეკემბერი

ქ. გორი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.145.016033) დამტკიცებული №5 დანართი შეიცვალოს ახალი №5 დანართით:

,,დანართი №5

კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების პროგრამის

(ორგანიზაციული კოდი 90 6 01 12)

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების უზრუნველყოფა.

მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები

1. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს:

ა) 2013 წლის 25 ნოემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ბავშვისათვის გადასაცემი საჩუქრის მოცულობას (გადასაცემი საჩუქრის მოცულობა თითოეული ბავშვისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);

ბ) 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვებისათვის საჩუქრების მიწოდება.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4.0 ათასი ლარის ოდენობით”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე