სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
512
30/07/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება №512

2008 წლის 30 ივლისი

. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელ­მწი­ფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგე­ნილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

ა) გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთ­რებაში უძრავი სახელმწიფო ქონება №1 დანართის მიხედვით;

ბ) გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთ­რებაში სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი №2 დანართის მიხედვით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებ­ლო­ბით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება გან­კარ­გულების შესრულების მიზნით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე

დანართი №1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი უძრავი სახელმწიფო ქონების ნუსხა

 

დასახელება

მისამართი

შენობა-ნაგებობის ფართობი, კვ.მ

დამაგრებული მიწის ნაკ­ვე­თის ფარ­თო­ბი, კვ.მ

საჯარო რე­ეს­ტრიდან ამონა­წერის მიწის (უძრავი ქონე­ბის) რეგისტრა­ციის №

1

შენობა-ნაგებო­ბები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი

ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №51

2814,76

6960

05.03.05.004

 

დანართი №2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი

საწარმოს დასახელება

იურიდიული მისამართი

კაპიტალი (ლარი)

სახელმწიფოს წილი

(%)

1

სს ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყო

ქ. ბათუმი,

ოძე­ლა­შვილის

ქ. №20

 

 

4594334

 

 

91,405

2

შპს ქედის ღვინის ქარხანა

დაბა ქედა, წერეთლის

 ქ. №4

 

 

39252

 

 

100

3

შპს ბათუმის ელექტრომექანიკური და ლითონკონსტრუქციების საწარმოო გაერთიანება

ქ. ბათუმი, ლეონიძის

ქ. №15

 

 

4085620

 

 

100