„ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით გათვალისწინებულ ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტებზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სტატუსის გავრცელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
227
17/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 17/04/2008
000000000.00(0).000.000000
„ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით გათვალისწინებულ ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტებზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სტატუსის გავრცელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №227

2008 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით გათვალისწინებულ ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტებზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სტატუსის გავრცელების შესახებ

1. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით დამტკიცებული ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით და მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

ა) ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით გათვალისწინებულ ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტებს მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სტატუსი;

ბ) ამ ობიექტების მშენებლობის ნებართვები გასცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     . გურგენიძე