დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის №225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 500 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №500
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის №225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის № 225 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 2008 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მეორე ეტაპისათვის საჭირო ღონისძიებათა და ოთხი საცხოვრებელი სახლის (ლენა ნაგურაიძის საცხოვრებელი სახლი № 1; რუბენ ბიღოიძის საცხოვრებელი სახლი № 32; საცხოვრებელი სახლი № 33 და ჟიგე ლუკოიძის საცხოვრებელი სახლი № 50) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.“ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები