დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითისა (ცხინვალის შემოვლითი გზა) და ხეითი-აჩაბეთის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რიგ მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 499 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №499
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითისა (ცხინვალის შემოვლითი გზა) და ხეითი-აჩაბეთის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რიგ მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელების თაობაზე
1. ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითისა (ცხინვალის შემოვლითი გზა) და ხეითი-აჩაბეთის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რიგ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მიმოსვლის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2008 და 2009 წლებში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გზების რეაბილიტაცია, პერიოდული შეკეთების სამუშაოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოს ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი–ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) კმ10 და კმ11 (200) მონაკვეთის, აგრეთვე ხეითი-აჩაბეთის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1300- მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით;
ბ) ზემოაღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები