დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 498 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №498
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვ ის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის № 125 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს:
„- 200 000 (ორასი ათასი) ლარი – ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოები;
- 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი – ქ. წნორსა და ქვემო ბოდბეში მინისტადიონების მოწყობა;
- 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები