სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
221
12/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №221

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ

1. ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთისა და ბაგების სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის თაობაზე საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 4 იანვრის სხდომის ოქმი №1) და საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის სხდომის №2 ოქმის შესაბამისად (საკითხი XXVI) სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების მიწებიდან ამოირიცხოს კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული შემდეგი ფართობები:

ა) სარეგისტრაციო №012001107004., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – წყნეთი-კოდი 20., კვარტალი №01., ნაკვეთი №107/004., ფართობი – 601.00 მ2; მესაკუთრე ნ. ჩხეიძე;

ბ) სარეგისტრაციო №012001107005., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – წყნეთი-კოდი 20., კვარტალი №01., ნაკვეთი №107/005., ფართობი – 603.00 მ2; მესაკუთრე ზ. ოქუაშვილი;

გ) სარეგისტრაციო №012001107003., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – წყნეთი-კოდი 20., კვარტალი №01., ნაკვეთი №107/003., ფართობი – 602.00 მ2; მესაკუთრე ბ. მაღრაძე;

დ) სარეგისტრაციო №01140908131., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №09., ნაკვეთი №08/131., ფართობი – 1380.00 მ2; მესაკუთრე ი. სონგულია;

ე) სარეგისტრაციო №01140908128., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №09., ნაკვეთი №08/128., ფართობი – 1378.00 მ2; მესაკუთრე ჯ. ებანოიძე;

ვ) სარეგისტრაციო №01140908130., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №09., ნაკვეთი №08/130., ფართობი – 1378.00 მ2; მესაკუთრე დ. გიორგაძე;

ზ) სარეგისტრაციო №01140908129., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №09., ნაკვეთი №08/129., ფართობი – 689.00 მ2; მესაკუთრე გ. ქავთარაძე;

თ) სარეგისტრაციო №011409008201., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №09., ნაკვეთი №08/201., ფართობი – 689.00 მ2; მესაკუთრე კ. ჯორჯიკია;

ი) სარეგისტრაციო №812200571., სარეგისტრაციო ზონა – გარდაბანი-კოდი 81., სექტორი – ბაგების სატყეო უბანი-კოდი 22., კვარტალი №00., ნაკვეთი №571., ფართობი – 1000.00 მ2; მესაკუთრე გ. ნიკოლაიშვილი;

კ) სარეგისტრაციო №011409007039., სარეგისტრაციო ზონა – თბილისი-კოდი 01., სექტორი – ვაკე-კოდი 14., კვარტალი №09., ნაკვეთი №07/039., ფართობი – 900.00 მ2; მესაკუთრე ზ. გველესიანი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ზ. გამცემლიძე) განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგენილი წესით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ვ. გურგენიძე