ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში–მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულების შესახებ

  • Word
ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში–მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
212
12/04/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008
000000000.00(0).000.000000
ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში–მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 212

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში–მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულების შესახებ

 მესტიის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტიურობის ზრდის, მათ შორის ტურიზმის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის ზუგდიდიჯვარიმესტიალასდილის საავტომობილო გზის ხაიში–მესტიის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესასრულებლად:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):

ა) 2008 წელს უზრუნველყოს ხაიშიმესტიის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. დაპროექტებისას გაითვალისწინოს ხუდონჰესის მშენებლობის დროს გზის მოსალოდნელი დატბორვის საკითხიც. აღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლით (გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაცია) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში;

ბ) დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად უზრუნველყოს 2009 წლიდან რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა ეტაპობრივი დაწყება და იგი დაფინანსდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) განიხილოს საერთაშორისო საფინანსო დონორი ორგანიზაციებიდან აღნიშნული პროექტის დაფინანსების წყაროების მოზიდვის საკითხი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე