თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
495
30/07/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
000000000.00(0).000.000000
თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება 495

2008 წლის 30 ივლისი

. თბილისი

თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) სა­ავ­ტო­მობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნი­ზაციის აუცილებლო­ბიდან გამომდინარე, ოპტიმალური მიმარ­თულებების შერჩევისა და შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამუ­შავების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქარ­თვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უზრუნველყოს თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაი­ჯა­ნის საზღვარი) საავტო­მობილო გზის თბილისი–რუსთავის მო­ნაკ­ვეთის მოდერნი­ზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთე­ბის დამუშავება;

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქარ­თვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობი­ლო გზების დეპარტამენ­ტი­სათვის გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილი­ტაციის სამუშაოებისათვის გამოყოფილ (ორგანიზაციული კოდი 26 11 01 02 01) ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს აღნიშ­ნული გზის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუ­თე­ბის პროექტის მომზადება (გარემოზე ზემოქმედების შეფა­სების ჩათვლით) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწი­ნე­ბული პროცედურებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2009 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმი­რებისას გაით­ვალისწინოს ზემოაღნიშნული გზის საპროექტო დოკუმენტა­ციის, მომსახურებისა და მოდერნიზაციის მიზნით საჭირო სამუშაოთა დაფინანსებისათვის აუცილებელი სახ­სრები.

4. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას (გ. უგულავა), რომ აღნიშ­ნუ­ლი პროექტის შეუფერხებლად განხორციელე­ბის მიზნით თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შე­თან­ხმებისა და დროული გადაწყვეტისათვის სათანადო დახ­მარება გაუწიოს საქართველოს საავტომო­ბილო გზების დე­პარ­ტამენტს.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                               ვ. გურგენიძე