სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის პარალელურ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის პარალელურ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
494
30/07/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
000000000.00(0).000.000000
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის პარალელურ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება 494

2008 წლის 30 ივლისი

. თბილისი

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის პარალელურ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინ­ჯაურის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის პარალელურ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) შესაძლებლად მოკლე დროში უზრუნველყოს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკ­ვეთის მოქმედი გვირაბის პარალელურ გვირაბში ავტოტრან­სპორტის მოძრაობისათვის გადაუდებელი ღონისძიებების (განათების, ასფალტობეტონის საფარის, არსებულ საგზაო სამოსთან შეუღლებისა და სხვ.) განხორციელება ,,საქართვე­ლოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქარ­თველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად განახორციელოს გვირაბებთან მისასვლელების, განა­თების მოწყობისა და სხვა აუცილებელი სამუშაოების, საზე­დამხედველო მომსახურების და აღნიშნული სამუშაოებისათვის აუცილებელი საპროექტო მომსახურებისა და სხვა შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჭიროების შემთხვე­ვაში აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით მოამ­ზადონ წინადადებები ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ საქართველოს კანონში კორექტირების მიზნით, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქარ­თველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე