განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

  • Word
განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 492
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
492
30/07/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
000000000.00(0).000.000000
განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №492

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის დასას­ვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრას­ტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სა­ხელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):

ა) საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, შესაძლოდ მოკლე დროში განახორციელოს განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან ზღვის სანაპირო ზოლზე საავტომობილო გზების რეაბილიტაცია და მათ გასწვრივ ავტოსადგომების მოწყობა (შესაბამისი საპროექტო დოკუმენ­ტაციის მომზადებითა და ტექნიკური ზედამხედველობით) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენ­ტისათვის „გზების მოვლა-შენახვისათვის“ (ორგანიზაციული კოდი 26110102) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარე­აბილიტაციო სამუშაოების, პროექტირებისა და ტექ­ნიკური ზედამ­ხედველობის (საჭიროების შემთხვევაში) შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შესყიდვა განახორ­ციელოს ერთ პირ­თან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე