დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №367
2009 წლის 12 მაისი
ქ. თბილისი
სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ
„სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 მაისის № 233 ბრძანებულების შესრულების მიზნით:
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფოს სახელით „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის” (შემდგომში – ფონდი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება.
2. ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას, არასამთავრობო სექტორს ფონდის მართვასა და ხელმძღვანელობაში მონაწილეობის მიღება.
3. ამ განკარგულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, სახელმწიფოს სახელით:
ა) ხელი მოაწეროს ფონდის დაფუძნება-რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტს;
ბ) გამართოს კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობასთან, არასამთავრობო სექტორთან ფონდის მართვისა და ხელმძღვანელი ორგანოების ფორმირების მიზნით და უზრუნველყოს ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ფონდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების მისთვის გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები