სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
364
12/05/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №364

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში  გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და­მ­ტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნი­ს­ტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თარების მინისტრის 2009 წლის 5 მაისის 15/479 წერი­ლი) თვითმმართველი ქალაქი ბათუმი­სა­თვის, ადმინის­ტრა­ციული ფუნქ­ციების განხორციელების მიზ­ნით, ძირითადი ქონების სა­ხით, სახელმწიფო საკუთრე­ბაში არსე­ბული შემდეგი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ:

   ა) ქ. ბათუმში, ლ. ასათიანის ქ. 25-ში მდებარე შე­ნო­ბა-ნაგებობები 2382,09 კვ.მ ფართობითა და მათზე დამაგრე­ბული 3766 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (05.22.31.001 საჯა­რო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმის მერიის ად­მი­ნისტრაციული შენობა-ნაგებობები);

   ბ) ქ. ბათუმში, 26 მაისის ქ. 45-ში მდებარე შენობა-ნა­გებობები 980,37 კვ.მ ფართობითა და მათზე დამაგრებული 1955 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (м05.02.44.009 საჯარო რეე­სტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ადმინისტრა­ცი­ული შენობა-ნაგებობები);

   გ) ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 127,65 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად და­მაგ­რებული მიწის ნაკვეთი (05.03.07.002 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმის ტერიტორიული მართვის ორ­გ­ანოს – რუსთაველის დასახლების ადმინისტრაციული შე­ნო­ბის ფართობი);

   დ) ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქ. 75-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 107,3 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგ­რებული მიწის ნაკვეთი (05.07.01.011 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული მარ­თვის ორგანოს – სანაპიროს დასახლების ადმინისტრა­ციუ­ლი შენობის ფართობი);

   ე) ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. 23-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 119,58 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად და­მაგ­რე­ბული მიწის ნაკვეთი (05.09.13.003 საჯარო რეესტრიდან ამო­ნაწერის მიხედვით, ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული მართვის ორგანოს – თამარის დასახლების ადმინისტრაციული შენობის ფართობი).

  2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებ­ლად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღო­ნის­ძიებები.

     

   პრემიერ-მინისტრი          ნიკა გილაური