დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2008 წლის 28 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №363
2009 წლის 12 მაისი
ქ. თბილისი
2008 წლის 28 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აჭარ ენერჯი 2007”-ს შორის 2008 წლის 28 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების პროექტი.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმებას ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების გათვალისწინებით უზრუნველყოს შპს ,,აჭარ ენერჯი 2007”-ის მიერ წარმოდგენილი: კინტრიშიჰესისათვის – 315 000 აშშ დოლარის ოდენობის, ქობულეთიჰესი-I-სათვის – 558 600 აშშ დოლარის ოდენობისა და ქობულეთიჰესი-II-სათვის – 600 600 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიების დაბრუნება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები