დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეკომიგრანტებისათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 485 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №485
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეკომიგრანტებისათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ
1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი წარიმართოს მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეკომიგრანტებისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში აშენებული 69 საცხოვრებელი სახლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად 700 000 ლარის გამოყენების მიზნით „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები.
3. ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები