შპს ,,ეგრისი-87-ზე“ რიცხული სასესხო დავალიანების შესახებ

  • Word
შპს ,,ეგრისი-87-ზე“ რიცხული სასესხო დავალიანების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 768
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 22/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
768
22/10/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 22/10/2009
000000000.00.00.000000
შპს ,,ეგრისი-87-ზე“ რიცხული სასესხო დავალიანების შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №768

2009 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს ,,ეგრისი-87-ზე“ რიცხული სასესხო დავალიანების შესახებ

,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და, როგორც უიმედო სასესხო დავალიანება, შპს ,,ეგრისი-87-ს“ ჩამოეწეროს:

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 31 მაისის №325გ განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს ,,ეგრისს“ შორის 1996 წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შპს ,,ეგრისი-87-ზე“ რიცხული სესხი (366 915 აშშ დოლარი), საპროცენტო თანხა (27 422 აშშ დოლარი) და საქართველოს მთავრობის ამ განკარგულების ამოქმედების დღისათვის რიცხული ჯარიმა.

პრემიერ-მინისტრი                           ნ. გილაური