დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 480 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №480
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ
ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლის პროექტის დასრულების მიზნით:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიშების (მათ შორის, საბოლოო ანგარიშის) მიღება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ნაწილში;
ბ) ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (3 600 000 აშშ დოლარი) შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების 774 000 აშშ დოლარის დაქვითვა და ვალდებულებების ვადაგადაცილებისათვის 324 000 აშშ დოლარის სანქცია-საურავების დაკისრება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინანსურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები