ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 755
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
755
12/10/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 12/10/2009
000000000.00.00.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №755

2009 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) თელავის მუნიციპალიტეტს – 100 000 (ასი ათასი) ლარი ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესასრულებლად;

ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის სათავო ნაგებობებისა და შიდა ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესასრულებლად;

გ) სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის პროექტის მორიგი ეტაპის განსახორციელებლად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.

 პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური