საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის შესახებ

  • Word
საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 28/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
477
28/07/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 28/07/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობ

განკარგულება 477

2008 წლის 28 ივლისი

. თბილისი

საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის მიმ­დინარეობის შესახებ.

2. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სა­მეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის მიზნით ეთხოვოს ამერიკის შეერთებული შტა­ტე­ბის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) გააგრ­ძე­ლოს „მიწის ბაზრის განვითარების ღონისძიებათა მხარდა­ჭერა 2008 წლის განმავლობაში.

3. 2009 წელს მიწის ბაზრის განვითარების ღონისძიე­ბა­თა პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალის­წინოს საჭირო ხარჯები მიწის ბაზრის განვითარების ღონის­ძიებათაფარგლებში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                                      ვ. გურგენიძე