დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017473 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით - ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრონული კომუნიკაციები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფოსტა; ტრანსპორტი; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; საპენსიო სისტემის რეფორმა.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:
„ჭ) საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება;“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:
„ჭ) საპენსიო რეფორმის სამსახური;“.
3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:
„ჭ) საპენსიო რეფორმის სამსახური - საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება; საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონმდებლობის და ინსტიტუციური მექანიზმის შემუშავება; საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავების პროცესში შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები