დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.118.016102 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2012, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.118.016081 ) შევიდეს ცვლილება და დადგენილების: |
ა)
თავი I ჩამოყალიბდეს რედაქციით:
,,თავი I ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
მუხლი 3. ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2013 წლის შემოსავლები 5 305.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2013 წლის გადასახადები 70.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 131.3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 103.8 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯები 2 656.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3 186.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3 186.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განსაზღვრული არ არის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი -537.6 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -537.6 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში შეიქმნილი სარეზერვო ფონდი 25,0 ათასი ლარიდან გაიხარჯა 23,0 ათ.ლარი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. გაიზარდა სარეზერვო ფონდი 4,9 ათ. ლარით და განისაზღვრა 6.9 ათ.ლარი. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 32.7 ათასი ლარი; ბ) სამხედრო სამსახურის საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 63,3 ათასი ლარი; გ) სამამულო ომის ვეტერანების დაკრძალვის ხარჯი 4,0 ათასი ლარი.
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“; | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ)
თავი I I ჩამოყალიბდეს რედაქციით:
,,თავი II ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო-სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო-სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. 1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა რეაბილიტაცია, ქ. ონში შიდა ქუჩების ასფალტირება, გ.ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის შიდა ინტერიერის (სცენის) დიზაინის მოწყობა, ქალაქსა და სოფლებში წყლის სათავე ნაგებობისა და სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები, ქალაქის დასუფთავება როგორც საყოფაცხოვრებო ასევე საამშენებლო ნარჩენებისაგან, ძაღლების პრევენციული ღონისძიების გატარება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ტექნიკური მომსახურება და სოფ. გლოლაში და უწერაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები, მურმან ლებანიძის ძეგლთან ქვაფენილის მოწყობა, კახაბრის ქ. №11-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია, ქალაქში გამწვანების ზოლში არსებული ნარგავების გასხვლა-გადაბელვა, გათეთრება, ქ. ონში მჟავეწყლის კანალიზაციის მოწყობა, ნაპირსამაგრი და სამხატვრო სკოლის კერამიკული გამოსაწვავი ოთახის მოწყობის სამუშაოები, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება. კულტურის ცენტრის გარე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. შიდა სასოფლო გზების მოვლა რეკონსტრუქცია, ქ. ონში შიდა ქუჩების ასფალტირება და აღნიშნული სამუშაოსათვის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურების შესყიდვა. სოფ. სორში ტყეკაფში შესასვლელი გზის მოწყობა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ქ.ონში, სოფლებში ღები, უწერა, გომი, ჯინჭვისი, ლაგვანთა-ბორცო-საკაო-მაჟიეთი-ხიდეშლები, ღარი, ჭალა, წოლა, პიპილეთი-ჟაშქვა, ონჭევი, სომიწო, სორგითი-ღუნდა, ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევი, წედისი-ქვედი, სევა, კომანდელი-ხირხონისი-ქორთა, ნაკიეთი-ფარავნეში, წმენდაური, ნიგავზები-ფარავნეში, გლოლა, ხურუთი, ჭიორა, შარდომეთი, სხანარი, ლაჩთა-შეუბანი, ზუდალი-შქმერი, ჟამიერეთი, ჭიბრევი, ფარახეთი, სხიერის და ბარი-მრავალძლის სტიქიით დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სოფელ უწერაში საბაგირო ხიდის და ახალ ჩორდში მდ. ჭეშორას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2.2 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. ონში კახაბრის ქ. №11-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაო. სტიქიისაგან დაზიანებული დგვარელის ქ. №17-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაო. 2.3 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად, ისე სოფლად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ტექნიკური მომსახურება, სოფ. გლოლაში და უწერაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები. 2.4 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა როგორც საყოფაცხოვრებო ასევე საამშენებლო, ახალი ბუნკერების შეძენა, ძაღლების პრევენციული ღონისძიების გატარება. 2.5 საკანალიზაციო სისტემის, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. ონში მჟავე წყლის კანალიზაციის მოწყობის სამუშაო, ჩაჩაშვილის ქ. მესამე ჩიხში სანიაღვრე არხის მოწყობა, სოფ. ჭალაში მდ. ჭალულაზე და სოფ. პიპილეთში ბორჯანას ხიდის ნაპირსამაგრი სამუშაოების წილობრივი დაფინანსება და სოფ. ღარში გეოლოგების სახერხთან და ლებანიძის სანაპიროსთან მდ.რიონის კალაპოტის ფორმირების სამუშაო. ქ. ონში კულტურის ცენტრის გარე კანალიზაციის მოსაწყობად. სტიქიის შედეგად სალიკვიდაციოდ სოფ. ღებში, ქვედა კვაშხიეთში, ღარში, უწერაში, კომანდელში, ჯინჭვისში, სორში. სოფტექნიკის ტერიტორიაზე მდ. „რიონზე“ და შარდომეთში ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა, ქ. ონში (დგვარელის ქ. ჩაჩაშვილის ქ. ქაფიანიძის ქ. ყაზბეგის ქ.) სანიაღვრე არხების მოწყობა-წმენდა-რეაბილიტაცია, სოფ. წმენდაურში მეწყერისა და სანიაღვრე არხის გაწმენდა, სოფ. გლოლაში მდ. „ჭანჭახის“ კალაპოტის წმენდა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურება. ქ.ონში, ღარში და პიპილეთში სანიაღვრე არხის და მეწყერის წმენდის სამუშაოები. 2.6 წყლის სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სათავე ნაგებობისა და სისტემების რეაბილიტაცია და სოფ. სორში და სოფ. ღარში წყალსადენის რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურების შესყიდვა. 2.7 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში სამხატვრო სკოლის კერამიკული ღუმლის გამოსაწვავი ოთახის მოწყობის სამუშაო, მურმან ლებანიძის ძეგლთან ქვაფენილის მოწყობა, კულტურის სახლის შიდა ინტერიერის (სცენის) დიზაინის მოწყობის სამუშაო და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურება. შპს „ონის კომუნალური მეურნეობის“ საწყობის ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები, ქალაქში გამწვანების ზოლში არსებული ნარგავების გასხვლა-გადაბელვა- გათეთრება, სოფ. გლოლაში მინი სტადიონის მოწყობის წილობრივი მონაწილეობით განსაზღვრული სამუშაოები და ქ. ონში საჯარო სკოლის ამორტიზებული შენობის დემონტაჟისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაო. ქ. ონში ყოფილი ბაგა-ბაღის შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაო. 2.8 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2012 წელს აუთვისებელი თანხიდან დაფინანსდება სოფ. ზუდალში თავშეყრის ადგილის მოწყობის სამუშაო. 2013 წელს გამოყოფილი თანხიდან მოხდება სოფ.ცხმორში, ბაჯიხევში, ღუნდაში და ქვედში გადასასვლელი ბოგირების (საცალფეხო ხიდების) სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფ. გონაში, ჭიორაში, ფარავნეში, საკაოში, მაჟიეთში, წმენდაურში, ჭალაში, ქრისტესში, პიპილეთში, ცხმორში, წედისში, კვაშხიეთში, შრომის უბანში, ქორთაში, ჭიბრევში, შარდომეთში, ახალ ჩორდში, გადამში, ჭვებარში, ქვემო ბარში, ზემო ბარში და სამთისში სასოფლო გზების რეაბილიტაცია; სოფ. გლოლაში სახერხის გაკეთების სამუშაო; სოფ. უჭერაში, ნიგავზებში, კვაშხიეთში, ხეითში და ზუდალში თავშეყრის ადგილის მოწყობა; სოფ. ღებში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია; სოფ. საკაოში ადმინისტრაციული შენობის ეზოში სველი წერტილის მოწყობა; სოფ. ზუდალში სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფ. ჭიორაში, ხიდეშლებში, ბორცოში, ლაგვანთაში, ხურუთში, კომანდელში, ონჭევში, ფსორში, წედისში, ქვედში, სხანარში, შრომის უბანში, ხეითში, ბოყვაში, ქორთაში, ზვარეთში და ფარახეთში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფ. შეუბანში, კომანდელში, წოლაში და ირში გარე განათების მოწყობის სამუშაოები; სოფ. სხიერში, ონჭევში, ქვედრულაში, შქმერში, ხარისთვალში და მრავალძალში სავარგულების შემოღობვა; სოფ. პატარა ღებში, გომში, ჯინჭვისში, ლაგვანთაში, შეუბანში, ლაჩთაში, ნიგვზნარაში, სომიწოსში, სორგითში, წედისში, ირში და სევაში სარიტუალო დარბაზის რეაბილიტაცია-აღჭურვა; სოფ.ნაკიეთში, საკაოში, ღარში, ხირხონისში, კომანდელში, ჟაშქვაში, უშოლთაში და სორში ეკლესიების და სასაფლაოების შემოღობვა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 60 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის მშობელთა შემონატანი შეადგენდა 7 ლარს და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდებოდა ბავშვების კვების ხარჯები. საქართველოს მთავრობის განკარგულება №1099 21.08.2013 წლის თანახმად, საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შედეგად გაუქმდა საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვების გადასახადი და 2013 წლის 1 სექტემბრიდან დაფინანსებული იქნება სრულად სუბსიდიის სახით. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ტარდება საერთაშორისო, რესპუბლიკური და სამხარეო ტურნირები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში; ასევე სამხარეო და რესპუბლიკური ტურნირები ფეხბურთში; სარაიონო ტურნირი ჭადრაკში და ტურისტური ლაშქრობა. დაკავებულია მინიციპალიტეტის 73-მდე სპორტსმენი ჭიდაობის, ფეხბურთის და კალათბურთის წრეებზე, რომლის დაფინანსება მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 4.2 კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 ონის სახელოვნებო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტში 2013 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. ქ.ონში ფუნქციონირებს ააიპ - სახელოვნებო სკოლა სადაც გაერთიანებულია მუსიკალური და სამხატვრო სკოლა. მუსიკალური სკოლაში სწავლობს 31-მდე მოსწავლე.სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი, ისე მშობელთა შემონატანით ერთი ბავშვის გადასახადი წლიურად განისაზღვრება 80 ლარით. სამხატვრო სკოლაში დაკავებულია 36-მდე მოსწავლე, ფუნქციონირებს თექის, კერამიკის და ხის მხატვრული დამუშავების განყოფილებები. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე შემონატანებით, თითოეულ ბავშვზე გადასახადი შეადგენს 8 ლარს, რომელიც წლის განმავლობაში 3200 ლარს შეადგენს. წლის განმავლობაში მიმდინარეობს სააღდგომო, გასვლითი სხვა რეგიონებში, საშემოდგომო და ნიღბების – საახაწლო გამოფენები და ასევე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები. აღსაზრდელებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. 4.2.2 კულტურის ცენტრისა დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი, სადაც გარემონტებულ შენობაში დაკავებულია ამ დროისათვის 60 ბავშვი. კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის და საესტრადო სიმღერის წრეები, თოჯინების თეატრი და ფოლკლორული ანსაბლი „რაჭა“. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე მშობელთა შემონატანით. 4.2.3 მუზეუმის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ონის სამხარეო მუზეუმის დაფინანსება, სადაც წლების განმავლობაში ინახება უნიკალური ექსპონატები. 4.2.4 ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2013 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. 4.3 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები. იგეგმება საახალწლოდ ქალაქის მხატვრული და ელექტრონული გაფორმება. დაფინანსდება გაზეთი ონი. 4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში საჯანისკარის სამლოცველოს სარემონტო სამუშაოები და გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიის სატრაპეზოს რეაბილიტაცია. 4.5 ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, სადაც სხვადასხვა წრეებზე დაკავებულია 180 ბავშვი, რომელთა შემონატანი საშუალოდ ერთ ბავშვზე შეადგენს 10 ლარს, წლის განმავლობაში შეადგენს 11600 ლარს. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ხანდაზმულთა სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.3 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.4 მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.5 ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.6 სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.7 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტერანთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.8 სამამულო ომის ვეტერანებზე და საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, დაინვალ. ოჯახების ერთჯერადი სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.9 ას წელს გადაცილებულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.10 ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდ. სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები