დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.32.057.016146 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/12/2013 - 24/03/2014)
|
1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, თანახმად დანართისა. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული
თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა |
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი); ბ) საჯარო სამსახურში იურისტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ი) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; კ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება. |
მუხლი 2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება. |
მუხლი 3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის (მთავრობის თავმჯდომარის რეფერენტის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება. 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება. |
მუხლი 4.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის სამდივნოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება. 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება. |
მუხლი 5.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება; გ) ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია). 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება. |
მუხლი 6.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ბ) საჯარო სამსახურში პროტოკოლის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება; გ) ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია). 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს საპროტოკოლო ღონოსძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის N386 ბრძანებულება; ვ) „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის N941 ბრძანებულება; ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება. |
მუხლი 7.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ბ) მედიაში ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება; გ) ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია). 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება. |
მუხლი 8.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) ინფორმაციულ-ტექნოლოგიის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება; ბ) განათლება ინფორმაციულ-ტექნოლოგიის სპეციალობით (სასურველია). 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება. გ) კომპიუტერულ და პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა; დ) ოპერატიულ სისტემებთან მუშაობა(DOS/WINDOWS/LINUX/MACOS); ე) ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობა (სერვერები, სვიჩები, მარშუტიზატორები, უსადენო კავშირის სისტემები); ვ) გრაფიკულ და საოფისე პროგრამებთან მუშაობა. |
მუხლი 9.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) ინფორმაციულ-ტექნოლოგიის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება; ბ) განათლება ინფორმაციულ-ტექნოლოგიის სპეციალობით (სასურველია). 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება. გ) კომპიუტერულ და პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა; დ) ოპერატიულ სისტემებთან მუშაობა (DOS/WINDOWS/LINUX/MACOS); ე) ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობა (სერვერები, სვიჩები, მარშუტიზატორები, უსადენო კავშირის სისტემები); ვ) გრაფიკულ და საოფისე პროგრამებთან მუშაობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები