დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 502 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №502
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) №2 დანართის მე-6 პუნქტის ,,ა ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა;“;
ბ) №2 დანართის მე-9 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ქ. ტყიბულში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე დასვენების პარკის აღდგენა;“;
გ) №9 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
ბ) სასოფლო წყალსადენების რეაბილიტაცია;
გ) ბაგა-ბაღის შენობების რეაბილიტაცია;
დ) ქ. ამბროლაურის კეთილმოწყობის სამუშაოები;
ე) ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია;
ვ) კულტურის ობიექტებისათვის ინვენტარის შეძენა;
ზ) მდინარეთა რეგულაცია;
თ) საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია;
ი) სოფლად სამთო გზების რეაბილიტაცია;
კ) ქ. ამბროლაურში საერთო სარგებლობის საყოფაცხოვრებო ობიექტის კაპიტალური რემონტი.“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები