დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მეგაფუდისათვის” უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 495 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №495
2009 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „მეგაფუდისათვის” უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის № 110 დადგენილებით დამტკიცებული „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შპს „ მეგაფუდს“ გადაეცეს იჯარის ფორმით ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ № 72-ში მდებარე № 1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 390 კვ.მ ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01.14.03.038.032), 2009 წლის 31 დეკემბრამდე, კვების ბლოკის ფუნქციონირების მიზნით; ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 950 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „მეგაფუდთან” საიჯარო ხელშეკრულების გასაფორმებლად.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები