სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 105,2465 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 493
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
493
08/07/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/2009
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 105,2465 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №493

2009 წლის 8 ივლისი

. თბილისი

სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 105,2465 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

 1. ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერი­ტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამო­რიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის 96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართ­ველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშე­თის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელ­მწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წინა­დადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომი­სიის რეკომენდაცია (კომისიის 2009 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 5) და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესე­ბი­დან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონა­ლუ­რი სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სა­ხელმწიფო სა­მეურნეო ტყის ფონდის 105,2465 ჰა მიწის ფარ­თობი ამოი­რიც­ხოს სახელმწიფო სა­მეურნეო ტყის ფონდი­დან მცხეთის მუნიციპალიტეტი­სათვის გადასაცემად.

 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით უზ­რუნ­ველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონ­მდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი      ნიკა გილაური