დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 113/29-1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №1113/29-1
2013 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართს, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ–ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების დანართში მოცემული მონაცემები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
| დანართი
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ–ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| ||||||
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი(ები), შესაძლო ადგილსამყოფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 309 | სახელები: 1. აბდ–ალ–ჰამიდი (ABD-AL-HAMID) 2. ალ–მასლი (AL-MASLI) 3. 4.
დაბ. თარიღი: 1976 დაბ. ადგილი : ა) დარნა, ლიბია (Darnah , Libya); ბ) დანარი, ლიბია (Danar , Libya) ეროვნება/მოქალაქეობა: ლიბიელი | ა) აბდ–ალ–ჰამიდ მუჰამად აბდ–ალ–ჰამიდ ალ–მასლი (Abd-al-Hamid Muhammad Abd-al-Hamid Al-Masli); ბ) აბდ–ალ–ჰამიდ მუსალი (Abd-al-Hamid Musalli); გ) ჰამიდ მასლი (Hamid Masli ); დ) ჰამზა ალ–დარნავი (Hamza al-Darnawi); ე) ჰამზაჰ ალ–დარნავი (Hamzah al-Darnawi); ვ) ჰამზა დარნავი (Hamza Darnawi); ზ) ჰამზაჰ დარნავი (Hamzah Darnawi); თ) ჰამზაჰ დირნავი (Hamzah Dirnawi); ი) ჰამზა დარნავი (Hamza Darnavi); კ) Hamza al-Darnavi (ჰამზა ალ–დარნავი); ლ) აბდულაჰ დარნავი (Abdullah Darnawi); მ ) აბუ–ჰამზაჰ ალ–დარნავი (Abu-Hamzah al-Darnawi); | პასპორტის მონაცემები:
პირადი ნომერი:
| არსებული მონაცემებით იმყოფება ვაზირისტანში, ტრიბალი, პაკისტანი (Waziristan, Federally Administered Tribal Areas, Pakistan) | 26.11.13 | Al-Qaida–ს ელექტრონული და ასაფეთქებელი მოწყობილობების იმ სამუშაო ჯგუფების მეთაური და მწვრთნელი, რომლებიც აწარმოებენ ხელთნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ნაწილებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები