დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 490 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №490
2009 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 153-ე კმ-ზე მდინარე ჭანჭახზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) უმოკლეს პერიოდში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურ რეჟიმში განხორციელება;
ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებელი შესრულებისათვის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ზემოაღნიშნულ ობიექტზე 2009 წლისათვის დაგეგმილ ღონისძიებათა დაფინანსება განხორციელდეს ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ,,გზების მოვლა-შენახვის ხარჯები (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში)“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი 25 03 01 02) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები