დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ 1-კმ 17 მონაკვეთის შეკეთების სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 489 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №489
2009 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ 1-კმ 17 მონაკვეთის შეკეთების სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ
1. ადგილობრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ 1-კმ 17 მონაკვეთის შეკეთების სამუშაოების განხორციელების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009 წლისათვის უზრუნველყოს აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
2. ზემოაღნიშნულ ობიექტზე 2009 წლისათვის დაგეგმილი ღონისძიების დაფინანსება განხორციელდეს ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ,,გზების მოვლა-შენახვის ხარჯები (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში)“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი 25 03 01 02) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები