დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016167 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუნქტის, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 69-ე და 80-ე მუხლების და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №38 დადგენილებაში (სსიპ 'საქართველოს საკანონმდებლო მაცნე' www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016133 თარიღი 25/12/2012 შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7 728.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
3. დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
4. დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 15.
ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. არსებული რესურსების, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობისა და რელიეფის გათვალისწინებით საჭიროა მაღალი გამავლობის სახანძრო სპეციალური ავტომანქანის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული და მობილური მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა- 467.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01) გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ოპერატიული და მობილური მოქმედების ხელშეწყობისათვის საჭიროა მაღალი გამავლობის სახანძრო სპეციალური ავტომანქანის შეძენა და სამსახურის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების გაწევა.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.2.1. საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა- 234,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშენებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა 35 ინდივიდუალური სახლის, ქ. წყალტუბოში 9 აპრილის III შესახვევი №5-ში (ყოფილი სტატისტიკის შენობა) და სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გარე კომუნიკაციებთან მიერთების (ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალმომარაგება), საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, შიდა კვარტალური გზების მოასფალტების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია. სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები- 1 338,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პარალერულად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული და სპორტული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, კულტურული ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა- 532,2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსკოლის, სარაგბო კლუბი დინოზავრის, სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, აგრეთვე მოხდება სპორტული მოედნებისა და ბაზების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი, სამოყვარულო ტურნირი ჭადრაკში, ფრენფურთის ტურნირი, ტაიკვანდოს ტურნირი, შალვა ბზიკაძის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში, სამოყვარულო ტურნირი ნარდში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები (მკლავჭიდი და გარბენი ცენტრალური პარკის ირგვლივ), ნოდარ კოხრეიძის ხსოვნის ტურნირი მინიფეხბურთში, ქართული ჭიდაობის ტურნირი, მერაბ მოსიავას ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში, ცენტრალური სტადიონის გახსნასთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიება (ვეტერანი ფეხბურთელების მოწვევა), როინ მეტრეველის ხსოვნის ტურნირი ხელბურთში, ზურაბ ბადირეიშვილი ხსოვნის ტურნირი კალათბურთში, დავით აფხაძის ხსოვნის ტურნირი ბ/რომაულ ჭიდაობაში. ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ღონისძიების თანადაფინანსებისათვის. საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატი (კაცები) ფრენბურთში მონაწილეობისათვის. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა- 636,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 1 037,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება- 51.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ:
5.2. სოციალური პროგრამები- 985,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა- 76.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული 100 ბენეფიციარის კვება. 5.2.5. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება- 504,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება. თითოეულ ოჯახზე, რომელსაც სუბსიდიების სააგენტოს ბაზაში მინიჭებული აქვს 57000 ქულის ზემოთ 70000 ქულის ჩათვლით გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს - 300 ლარი. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დიდი სამამულო ომისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეების, 18 წლამდე ინვალიდ და დედ-მამით ობოლ ბავშვების, დღის ცენტრ "პეპელას" და უფასო სასადილო "სათნოების სახლის" ბენეფიციარების ერთჯერადი ფულადი დახმარება. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება ჰემოდიალეზით დაავადებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარება. 5.2.7. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება- 250,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები და მომსახურება, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვლის პროგრამით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი წილის 50%-ით, არაუმეტეს 2000 ლარისა. 5. დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (პ. კიკალიშვილი) |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები