დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240120000.35.163.016150 |
|
„თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილებები „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ივნისის №24 დადგენილებაში და დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის სახით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის
განთავსების ნებართვის მიღების წესი |
თავი I
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს. 2. გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვა გაიცემა თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცეს იმ ნებართვის მაძიებელზე, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები. 6. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას. 7. აუქციონზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამოტანა ხდება ლოტების მიხედვით ცალ-ცალკე. 8. აუქციონზე ლოტის წლიური საწყისი ფასი კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება შემდეგი სახით; ა) ერეკლე II-ის გამზირი და მოედანი, სააკაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა და რუსთაველის გამზირი კურდღელაურის ქუჩამდე - 150 ლარი; ბ) „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის N287 ბრძანებულებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის და ქალაქ თელავის (დავით აღმაშენებლის ქუჩის, მშვიდობის ქუჩის, თბილისის გზატკეცილის, რუსთაველის გამზირი კურდღელაურის ქუჩის დასაწყისიდან თბილისის გზატკეცილამდე, ვარდოშვილის, ალაზნის გამზირი ჭავჭავაძის გამზირიდან აღმაშენებლის გამზირამდე და ჭავჭავაძის გამზირი) –120 ლარი; გ) ქალაქ თელავის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სოფ.აკურიდან თელავის შემოსასვლელამდე და სოფ.ვარდისუბნიდან სოფ.იყალთოს ჩათვლით და შუამთის სამონასტრო კომპლექსამდე - 80 ლარის ოდენობით. დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში (გარდა „თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 იანვრის N3 დადგენილებით განსაზღვრული ქალაქ თელავის ცენტრალური და შუალედური ზონებისა) – 30 ლარი. 9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.
7. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს თანხა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მფლობელის პასუხისმგებლობა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები