დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.107.016119 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლისა და 6 სექტემბრის №1234 განკარგულებების შესაბამისად. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 20 მარტის №241, 13 მაისის №451/1, 21 მაისის №485, 14 ივნისის №569, 21 ივნისის №600, 11 სექტემბრის №946 ბრძანებების შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებებით მხარჯავი დაწესებულებებისათვის „ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელდეს შემდეგი გადანაწილებები:
ა). ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 20 მარტის №241 ბრძანებით: ა.ა) 5.0 ათასი ლარით შემცირდეს საკრებულოსათვის გამოყოფილ ასიგნებებში სხვა მანქანა დანადგარები და ინვენტარის შეძენა რომელიც არ არის კლასიფიცირებული ხარჯი „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით. (01 01) ა.ბ) 0.8 ათასი ლარით გაიზარდოს კომპიუტერული ტექნიკის შეძენის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით. (01 01) ა.გ) 4.2 ათასი ლარით გაიზარდოს კომპიუტერის შეძენის ხარჯი „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით. (01 01) ა.დ) 22.7 ათასი ლარით შემცირდეს გამგეობის სხვა მანქანა დანადგარები და ინვენტარის შეძენა, რომელიც არ არის კლასიფიცირებული „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით. (01 02) ა.ე) 2.7 ათასი ლარით გაიზარდოს კომპიუტერული ტექნიკის შეძენის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით. (01 02) ა.ვ) 20.0 ათასი ლარით გაიზარდოს მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შეძენის ხარჯი „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით. (01 02) ბ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 10 აპრილის №314 ბრძანებით: ბ.ა) 0.7 ათასი ლარით შემცირდეს სარეზერვო ფონდი „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 03) ბ.ბ) 0.7 ათასი ლარით გაიზარდოს გზების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (03 01 01) გ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 13 მაისის №451/1 ბრძანებით: გ.ა) 0.5 ათასი ლარით შემცირდეს სახანძრო-სამაშველი სამსახურის ხარჯი „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით (02 01) გ.ბ) 0.5 ათასი ლარით გაიზარდოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების სხვა დანარჩენი ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (02 01) დ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 21 მაისი №485 ბრძანებით: დ.ა) 13.8 ათასი ლარით შემცირდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობრივი სარგო „შრომის ანაზღაურების მუხლით“ (01 01) დ.ბ) 0.2 ათასი ლარით შემცირდეს საკრებულოს კომპიუტერული ტექნიკის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) დ.გ) 0.7 ათასი ლარით შემცირდეს საკრებულოს კომპიუტერული ტექნიკის ხარჯი „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 01) დ.დ) 13.8 ათასი ლარით გაიზარდოს საკრებულოს შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) დ.ე) 0.2 ათასი ლარით გაიზარდოს საკრებულოს ფოტო, ვიდეო, აუდიო აპარატურის შეძენის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით. (01 01) დ.ვ) 0.7 ათასი ლარით გაიზარდოს საკრებულოს ფოტო, ვიდეო, აუდიო აპარატურის შეძენის ხარჯი „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 01) დ.ზ) 15.2 ათასი ლარით შემცირდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯი „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების დანარჩენი ხარჯის“ მუხლით (01 02) დ.თ) 2.0 ათასი ლარით შემცირდეს გამგეობის ოფისის ხარჯები ფოტო, ვიდეო, აუდიო აპარატურის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 02) დ.ი) 12.2 ათასი ლარით გაიზარდოს გამგეობის შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 02) დ.კ) 1.0 ათასი ლარით გაიზარდოს გამგეობის წყლის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 02) დ.ლ) 2.0 ათასი ლარით გაიზაედოს გამგეობის საარქივო მომსახურების ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით. (01 02) დ.მ) 2.0 ათასი ლარით გაიზარდოს გამგეობის ფოტო, ვიდეო, აუდიო აპარატურის შეძენა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 02) ე) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 14 ივნისის №569 ბრძანებით: ე.ა) 21.5 ათასი ლარით შემცირდეს სარეზერვო ფონდი „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 03) ე.ბ) 18.7 ათასი ლარით გაიზარდოს სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით (06 03) ე.გ) 2.8 ათასი ლარით გაიზარდოს გზების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (03 01 01) ვ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 21 ივნისის №600 ბრძანებით: ვ.ა) 0.5 ათასი ლარით შემცირდეს საკრებულოს მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების, კერძოდ ტელევიზორის შეძენის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) ვ.ბ) 1.0 ათასი ლარით შემცირდეს საკრებულოს სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) ვ.გ) 0.2 ათასი ლარით შემცირდეს საკრებულოს საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების კერძოდ, ტელეფონის აპარატის შეძენის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) ვ.დ) 0.5 ათასი ლარით გაიზარდოს საკრებულოს გამათბობები და გამაგრილებელი ტექნიკის შეძენის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) ვ.ე) 1.0 ათასი ლარით გაიზარდოს საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) ვ.ვ) 0.2 ათასი ლარით გაიზარდოს საკრებულოს კომპიუტერული ტექნიკის შეძენის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) ვ.ზ) 14.2 ათასი ლარით შემცირდეს გამგეობის თანამდებობრივი სარგო „შრომის ანაზღაურების“ მუხლით.(01 02) ვ.თ) 22.0 ათასი ლარით შემცირდეს გამგეობის შენობის რეაბილიტაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 02) ვ.ი) 0.6 ათასი ლარით შემცირდეს გამგეობის მობილური ტელეფონის შეძენის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 02) ვ.კ) 1.0 ათასი ლარით შემცირდეს გამგეობის ელექტროენერგიის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 02) ვ.ლ) 14.2 ათასი ლარით გაიზარდოს გამგეობის შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 02) ვ.მ) 0.6 ათასი ლარით გაიზარდოს გამგეობის გამათბობები და გამაგრილებელი ტექნიკის შეძენის ხარჯი „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 02) ვ.ნ) 1.0 ათასი ლარით გაიზარდოს გამგეობის წყლის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 02) ვ.ო) 22.0 ათასი ლარით გაიზარდოს გამგეობის შენობის დაცვის ხარჯები „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 02) ვ.პ) 0.8 ათასი ლარით შემცირდეს სარეზერვო ფონდი „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 03) ვ.ჟ) 0.8 ათასი ლარით გაიზარდოს სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით (06 03) ვ.რ) 0.8 ათასი ლარით შემცირდეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა-ნაგებობების რემონტის ხარჯი „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (02 01) ვ.ს) 0.8 ათასი ლარით გაიზარდოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ელექტროენერგიის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (02 01) ვ.ტ) 1.0 ათასი ლარით შემცირდეს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის თანამდებობრივი სარგო „შრომის ანაზღაურების“ მუხლით (02 03) ვ.უ) 0.5 ათასი ლარით შემცირდეს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები, საწვავის შეძენის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (02 03) ვ.ფ) 1.0 ათასი ლარით გაიზარდოს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (02 03) ვ.ქ) 0.4 ათასი ლარით გაიზარდოს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ტრანსპორტის რემონტის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (02 03) ზ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 23 აგვისტოს №862 ბრძანებით: ზ.ა) 1.5 ათასი ლარით შემცირდეს სარეზერვო ფონდი „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 03) ზ.ბ) 1.5 ათასი ლარით გაიზარდოს წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (03 02 03) თ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 29 აგვისტოს №887 ბრძანებით: თ.ა) 1.3 ათასი ლარით შემცირდეს სარეზერვო ფონდი „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 03) თ.ბ) 1.3 ათასი ლარით გაიზარდოს წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (03 02 03) ი) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 11 სექტემბრის №946 ბრძანებით: გადიდდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 371.0 ათასი ლარით. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები გადიდდეს 371.0 ათასი ლარით. (შემოსულობების კოდი 133) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები გადიდდეს 371.0 ათასი ლარით. აქედან ი.ა) 56.0 ათასი ლარით გაიზარდოს მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (03 01 01) ი.ბ) 85.0 ათასი ლარით გაიზარდოს სახიდე ნაგებობების რეაბილიტაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ (03 01 02) ი.გ) 2.5 ათასი ლარით გაიზარდოს მუნიციპალიტეტის წყლის სისტემის რეაბილიტაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (03 02 03) ი.დ) 227.5 ათასი ლარით გაიზარდოს მუნიციპალიტეტის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (03 03) კ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1150 ბრძანებით: კ.ა) 1.0 ათასი ლარით შემცირდეს საკრებულოს სხვა დანარჩენი საქმიანობაზე გაწეული სხვა დანარჩენი ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) კ.ბ) 1.0 ათასი ლარით გაიზარდოს საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) კ.გ) 1.5 ათასი ლარით შემცირდეს გამგეობის ოფისის ხარჯებში ელექტროენერგიის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (0 102) კ.დ) 1.5 ათასი ლარით გაიზარდოს წყლის ხარჯი „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 02) კ.ე) 3.0 ათასი ლარით შემცირდეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი (02 01) კ.ვ) 3.0 ათასი ლარით გაიზარდოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამდებობრივი სარგო „შრომის ანაზღაურების“ მუხლით (02 01); |
2.
გადიდდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 23.8 ათასი ლარით „საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები' (131); |
3.
შემცირდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 211.2 ათასი ლარით
ა). მუნიციპალიტეტის საკრებულოს ა.ა) 0.8 ათასი ლარით შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიის მიმდინარე რემონტის ხარჯი „ოფისის ხარჯების“ მუხლით (01 01) ა.ბ) 5.5 ათასი ლარით კავშირგაბმულობის ხარჯი „ოფისის ხარჯების“ მუხლით (01 01) ა.გ) 0.5 ათასი ლარით ოფისის ხარჯი რომელიც არ არის კლასიფიცირებული (01 01) ა.დ) 2.0 ათასი ლარით აუდიტორული მომსახურების ხარჯი „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების’’ მუხლით (01 01) ა.ე) 2.0 ათასი ლარით სოციალური უზრუნველყოფა „სოციალური უზრდუნველყოფის“ მუხლით (01 01) ა.ვ) 1.0 ათასი ლარით სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხარჯი „სხვა ხარჯების“ მუხლით 901 01) ა.ზ) 5.0 ათასი ლარით სხვა მანქანა დანადგარებისა და ინვენტარის შეძენა რომელიც არ არის კლასიფიცირებული „არაფინანსური აქტივების ზრდის „ მუხლით (01 01) ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ.ა) 2.0 ათასი ლარით საკანცელარიო, საწერ-სახაზავი ქაღალდის შეძენის ხარჯი „ოფისის ხარჯების“ მუხლით ბ(01 02) ბ.ბ) 1.5 ათასი ლარით სოციალური უზრუნველყოფა „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით (01 02) ბ.გ) 5.0 ათასი ლარით არასაცხოვრებელი შენობები „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 02) ბ.დ) 50.3 ათასი ლარით გზები „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 02) ბ.ე) 19.3 ათასი ლარით სხვა მანქანა დანადგარებისა და ინვენტარის შეძენა რომელიც არ არის კლასიფიცირებული „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 02) გ) 6.0 ათასი ლარით შემცირდეს სარეზერვო ფონდი „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 03) დ) მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დ.ა) 0.5 ათასი ლარით ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთის შეძენის ხარჯები „ოფისის ხარჯის“ მუხლით (02 01) დ.ბ) 0.2 ათასი ლარით გამათბობებლი და გამაგრილებელი ტექნიკის ხარჯი „ოფისის ხარჯის“ მუხლით (02 01) დ.გ) 0.3 ათასი ლარით გათბობისა და გათბობის მიზნით სხვა საწვავისა და ნედლეულის შეძენის ხარჯი „ოფისის ხარჯების“ მუხლით (02 01) დ.დ) 7.0 ათასი ლარით საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯი „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (02 01) დ.ე) 1.5 ათასი ლარით სოციალური უზრუნველყოფა „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით (02 01) დ.ვ) 0.5 ათასი ლარით პერსონალის დაზღვევის ხარჯი „სხვა ხარჯების“ მუხლით (02 01) ე) მუნიციპალიტეტის სამხედროს ე.ა) 0.5 ათასი ლარით მივლინება ქვეყნის შიგნით „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (02 03) ე.ბ) 0.3 ათასი ლარით სხვა მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენისა და დამონტაჟების ხარჯი „ოფისის ხარჯების“ მუხლით (02 03) ე.გ) 0.5 ათასი ლარით საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯი „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (02 03) ე.დ) 1.0 ათასი ლარით სოციალური უზრუნველყოფა „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით (02 03) ე.ე) 2.1 ათასი ლარით არასაცხოვრებელი შენობები „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (02 03) ვ) 20.0 ათასი ლარით მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურების ხარჯი „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლით (01 04) ზ). 1.0 ათასი ლარით წყლის სისტემის რეაბილიტაცია „სუბსიდიის“ მუხლით (03 02 03) თ). 3.0 ათასი ლარით წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ხარჯები „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (03 02 03) ი) 10.0 ათასი ლარით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების და სხვა არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მულით (03 02 07) კ) 50.0 ათასი ლარით სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (03 03) ლ) 11.9 ათასი ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი საბიუჯეტო წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთი. |
4.
მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად გადიდდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 235.0 ათასი ლარით:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ა.ა) 40.3 ათასი ლარით თანამდებობრივი სარგო „შრომის ანაზღაურების“ მუხლით (01 01) ა.ბ) 0.4 ათასი ლარით შტატგარეშე ანაზღაურება „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 01) ა.გ) 0.5 ათასი ლარით კატრიჯების შეძენა და დატუმბვა „ოფისის ხარჯების“ მუხლით (01 01) ა.დ) 0.4 ათასი ლარით საოფისე ავეჯის შეძენა „საოფისე ინვენტარის შეძენა და დამონტაჟების ხარჯების“ მუხლით (01 01) ა.ე) 3.0 ათასი ლარით საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯი „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (01 01) ა.ვ) 1.0 ათასი ლარით სათადარიგო ნაწილების შეძენის „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (01 01) ა.ზ) 2.8 ათასი ლარით კომპიუტერის შეძენა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 01) ა.თ) 1.0 ათასი ლარით პრინტერის, სკანერი, ასლგადამღების შეძენა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 01) ა.ი) 2.1 ათასი ლარით ავეჯის შეძენა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 01) ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ.ა) 55.0 ათასი ლარით თანამდებობრივი სარგო „შრომის ანაზღაურების“ მუხლით (01 02) ბ.ბ) 12.3 ათასი ლარით შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (01 02) ბ.გ) 2.0 ათასი ლარით საოფისე ავეჯის შეძენა „საოფისე ინვენტარის შეძენა და დამონტაჟების ხარჯების“ მუხლით (01 02) ბ.დ) 1.5 ათასი ლარით საწვავ საპოხი მასალების შეძენის ხარჯი „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (01 02) ბ.ე) 1.0 ათასი ლარით სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯი „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (01 02) ბ.ვ) 10.0 ათასი ლარით კომპიუტერის შეძენა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 02) ბ.ზ) 1.0 ათასი ლარით პრინტერი, სკანერი, ასლგადამღების შეძენა შეძენა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 02) ბ.თ) 5.3 ათასი ლარით ავეჯის შეძენა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (01 02) გ) მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გ.ა) 32.2 ათასი ლარით თანამდებობრივი სარგო „შრომის ანაზღაურების“ მუხლით (02 01) დ) მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის დ.ა) 7.4 ათასი ლარით თანამდებობრივი სარგო „შრომის ანაზღვაურების“ მუხლით (02 03) დ.ბ) 2.0 ათასი ლარით შტატგარეშე მომსახურეთა ანაზღაურება „საქონელი და მომსახურების“ მუხლით (02 03) დ.გ) 0.2 ათასი ლარით კავშირგაბმულობის ხარჯი „ოფისის ხარჯების“ მუხლით (02 03) დ.დ) 0.5 ათასი ლარით სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯი „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (02 03) დ.ე) 13.0 ათასი ლარით გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ელექტროენერგიის ხარჯი „ოფისის ხარჯების“ მუხლით (03 02 01) დ.ვ) 11.9 ათასი ლარით ტროტუარებისა და გაზონების მოწყობა-რეაბილიტაცია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით (03 02 04) დ.ზ) 17.2 ათასი ლარით განათლების ხელშეწყობა „სუბსიდიების“ მუხლით (04 03) დ.თ) 5.0 ათასი ლარით ოჯახებისა და ბავშვების დახმარება „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით (06 02 02) დ.ი) 6.0 ათასი ლარით სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით (06 02 05); |
5.
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსი ამ დადგენილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ა) ბიუჯეტის შემოსავლები – 8056.9 ათასი ლარით (აქედან, გადასახადები – 230.0 ათასი ლარი; გრანტები 7606.9 ათასი ლარი; სხვა შემოსავლები – 220.0 ათასი ლარი) ბ) ბიუჯეტის ხარჯები – 4141.6 ათასი ლარი (აქედან, შრომის ანაზღაურება – 1673.8 ათასი ლარით; საქონელი და მომსახურება – 593.2 ათასი ლარით; სუბსიდიები – 1252.7 ათასი ლარით; სოციალური უზრუნველყოფა 402.2 ათასი ლარით; სხვა ხარჯები – 219.7 ათასი ლარით) გ) საოპერაციო სალდო – 3915.3 ათასი ლარი. დ) არაფინანსური აქტივების ცვლილება – 3929.6 ათასი ლარი. |
6.
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ა) შემოსულობები – 8156.9 ათასი ლარი (აქედან, შემოსავლები – 8056.9 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების კლება – 100.0 ათასი ლარი) ბ) გადასახდელები – 8171.2 ათასი ლარი; (აქედან: ხარჯები – 4141.6 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა – 4029.6 ათასი ლარი) გ) ნაშთის ცვლილება - 14.3 ათასი ლარი. |
7.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაციით განისაზღვროს 8171.2 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის:
ა) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება – 1975.5 ათასი ლარით. ბ) თავდაცვა – 90.7 ათასი ლარით. გ) საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 278.5 ათასი ლარით. დ) ეკონომიკური საქმიანობა – 3645.2 ათასი ლარით. ე) გარემოს დაცვა – 192.0 ათასი ლარით. ვ) საბინაო-კომუნალური მეურნეობა– 530.4 ათასი ლარით. ზ) ჯანმრთელობის დაცვა – 67.0 ათასი ლარით. თ) დასვენება, კულტურა და რელიგია – 532.0 ათასი ლარით. ი) განათლება – 526.2 ათასი ლარით. კ) სოციალური დაცვა – 333.7 ათასი ლარით. |
8.
სულ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი როგორც შემოსულობები, ისე გადასახდელები ნაშთის ცვლილების გათვალისწინებით განისაზღვროს 8171.2 ათასი ლარით. |
9.
დადგენილებისთავი I, თავი II და თავი III ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით. |
10.
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8056.9 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 230.0 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7606.9 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 220.0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4141.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3929.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4029.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 155.0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 85.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5.0 ათასი ლარი; |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მათი აღჭურვა შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. მომდევნო წლებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია ზემოაღნიშნული ღონისძიებების გაგრძელება სამინისტროს ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციამდე. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად .აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა არსებული ტექნიკური ბაზის განახლება და საჭირო სამაშველო და სახანძრო ტექნიკის აღჭურვილობის შეძენა, მეხანძრე-მაშველთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ჩხოროწყუს ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დაბის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკის და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 გზების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) სტიქიური მოვლენების, კერძოდ კოკისპირული წვფიმების შედეგად დაზიანებული მუნიციპალიტეტის შიდა გზების აღდგენა საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხების საფუძველზე. აგრეტვე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, სპეცტექნიკის, კერძოდ გრეიდერისა და ექსევატორის შეძენა. 2.2 სახიდე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02) სტიქიური მოვლენების, კერძოდ კოკისპირული წვიმების შედეგად დაზიანებული ხიდების, ხიდ-ბოგირების, საცალფეხოხიდების რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხების საფუძველზე. აგრეთვე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი სახსრების ფარგლებში ხაბუმის თემში საკვანჭიანოს უბანში მდინარე სქურჩაზე ერთმილიანი ხიდის მშენებლობა, სოფელ თაიაში ხიდის მშენებლობა, ლეწურწუმეს თემში, საქართველოს უბანში ერთმილიანი ხიდის მშენებლობა. 2.3 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება დ. ჩხოროწყუში დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე ახალი სანათი წერტილების მოწყობა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი სახსრების ფარგლებში მუხურის თემის ცენტრიდან ჩხოროწყუს მიმართულებით გარე განათების სისტემის მოწყობა. 2.2.2 დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბა ჩხოროწყუში ქუჩების ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. 2.2.3 წყლის სისტემის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) სასმელი წყლის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს წყლის სისტემის მოწესრიგებას, მის დაცულობას. მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის, ბაქტერიებისაგან გაწმენდილი წყლის მიწოდებას. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი სახსრების ფარგლებში ნაფიჩხოვოს თემის ლეშონეს უბანში წყალსადენის რეაბილიტაცია. 2.2.4 უმეთველყუროდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოწყობა, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის დაბის გაფორმება, დაბის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 1.3.2 ტროტუარებისა და გაზონების მოწყობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული ტროტუარების რეაბილიტაცია, მოეწყობა გაზონები.
1.3.3 არასაცხოვრებელი შენობების რემონტი (პროგრამული კოდი 03 03 04) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა, რა დროსაც არსებული სარემონტო სამუშაოებით ხდება უფრო მეტი დაზიანებებისა და შესაბამისად მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თავიდან აცილება. 2.4 სარწყავი არხები და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04 01) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სოფლებში ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო–სამეურნეო სავარგულების გასწვრივ ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. კერძოდ ქვედა ჩხოროწყუს თემში მდ. ოჩხომურზე, ჭოღის თემში მდ. ოჩხომურზე, ლეწურწუმეს თემში ეგიარზენის უბანში მდ. ხობისწყალზე, ლესიჭინეს თემში მდ. ზანაზე, ხაბუმის თემში მდ. ხობისწყლზე,ზუმის თემში მდ. ხობისწყალზე, კირცხის თემში მდ. ჩეღალუზე, კირცხის თემში მდ. ხობისწყალზე, ნაფიჩხოვოს თემში მდ. ოჩხომურზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწობა-რეაბილიტაცია. სტიქიური მოვლენების, კერძოდ კოკისპირული წვიმების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხების საფუძველზე. 2.5 სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 08) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიდების რეაბილიტაციისათვის, წყლის მომარაგების სისტემების მოწყობისათვის და ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. 2.6 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04 02) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში 25.5 კმ შიდა გზების რეაბილიტაცია, 4 მოსაცდელის მოწყობა, 14 სახიდე ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაცია, 26 საბავშვო ბაღის რემონტი, 4 საჯარო სკოლის შემოკავება, 7 სასაფლაოს შემოკავება, 3 სასოფლო კლუბების რემონტი, 2 სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, 3 სპორტული მოედნის შემოკავება, ლესიჭინეს თემში სპორტული ინვენტრის შეძენა, 13 სანიაღვრე არხის მოწყობა, 14 წისქვილის რეაბილიტაცია, 9 ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა, 3 წისქვილის მშენებლობა, 5 სპორტული მოედნის მოწყობა, ზუმის და მუხურის თემებში ინტერნეტის შეყვანა, კირცხის თემსა და სოფ. ზუმში ეკლესიების შემოკავება-განათება, 2 ადმინისტრაციული შენობის შეკეთება, სოფ თაიაში შინ მოუსვლელთა მემორიალის რეაბილიტაცია, ნაფიჩხოვოს თემში კულტურის სახლის რეაბილიტაცია, ქვედა ჩხოროწყუს თემში სახნავი ფართობების შემოკავება, სასოფლო სამეუნეო ტექნიკის შეძენა, 9 წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია ასევე უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის დაფინანსება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლება ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციას რათა აღსაზრდელებს შეექმნას კომფორტული პირობები და შეძლონ სწავლა და გართობა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 29 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 642 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება დღეში შეადგენს 0,56 ლარს და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მშობლებთაგან გადასახადის ტარიფის და სხვა საფასურის შემოღების გაუქმებასთან დაკავშირებით სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის შემოსავლების დანაკლისის შესავსებად დამატებითი სუბსიდიის გადიდება ა(ა)იპ-ი „განათლებისა და სასპორტო სკოლის გარეთიანებისათვის’ გადაცემა. 3.2 საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სოფლებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებისათვის საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობა. 3.3 განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოზარდი თაობის სკოლის გარეშე სწავლების ხელშეწყობა, აერთიანებს 156 მოსწავლეს. |
4.
კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა სპორტული სექციებში სხვადასხვა სპორტის სახეობების შესწავლას და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობას სპორტულს ღონისძიებებში. სპორტულ სექციებში გაერთიანებულია 144 აღსაზრდელი. 4.1.2 ფეხბურთი განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრის“ დაფინანსებას, მოზარდთა საფეხბურთო დაოსტატებას და საქართველოს მაშტაბით საფეხბურთო შეჯიბრებებში სხვადასახა ასაკობრივი გუნდების მონაწილება. აერთიანებს 120–მდე აღსაზრდელს. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 კულტურული ღონისძიებები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სადღესასწაულო (დედის დღე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, შობა და ახალი წელი) ღონისძიებების მოწყობა. 4.2.2 სახელოვნებო სკოლები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუსიკალური სკოლა, სადაც 125 მოსწავლე ეუფლება მუსიკალურ განათლებას. 4.2.3 კულტურის სახლები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ააიპ „კულტურის სახლის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: თეატრალური ხელოვნების განვითარება, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის ზნეობრივი და სულიერი სამყაროს გამდიდრება და პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება. 4.2.4 მუზეუმი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ჩხოროწყუ ისტორუიულის მუზეუმი“–ს დაფინანსებას, რომელიც სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამინათა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მუზეუმი განახორციელებს სახემწიფოს ეროვნულ კურსს; აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პატრიოტული სულისკვეთებით. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამა უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: Ø არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; Ø დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; Ø მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; Ø სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; Ø ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; Ø არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩხოროწყუს დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ჩხოროწყუს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულიასოციალურად დაუცველი (0-დან 150 000-მდე ქულის მქონე) მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 60 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 5.2.2 ვეტერანთა, დევნილთა და მარტოხელა სოციალურად დაუცველთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 02; 06 02 03; 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში);იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება. 5.2.3 სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზარეალებული მოსახლეობის ხელშეწყობა. 5.2.4 უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) უპატრონო მიცვალებულებისათვის აუცილებელი დაკრძალვის ხარჯის გაწევა. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები