„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.025.016125
171
29/11/2013
ვებგვერდი, 29/11/2013
010320000.22.025.016125
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №171

2013 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №100 ბრძანებაში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი სპეციალისტის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) განათლება ენერგეტიკის ან მშენებლობის დარგში;

ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 4 ოქტომბრის №52 ბრძანების, „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 5 იანვრის №09 ცოდნა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე