ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016109
28
27/11/2013
ვებგვერდი, 03/12/2013
010250020.35.138.016109
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2013 წლის 27 ნოემბერი

ქ.ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები' (დანართი №1).
მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
მოხელეთა ატესტაციისას  და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი




დანართი №1 

ახალციხის მუნიციპალიტეტის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;

გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;

გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);

გ.ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);

გ.ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულება;

გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება.

2. საჯარო მოხელეს, თანამდებობის დასაკავებლად, გარდა 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი  ნორმატიული აქტების ცოდნა, საჭირო უნარები.

3. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

4. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის აკადემიური ხარისხი და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, ან არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, გამგეობის სამსახურის უფროსებისათვის შესაბამისი პროფესიული განათლება.

5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არანაკლებ სპეციალისტის თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

6. გამგეობის სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, განათლება შესაბამის სფეროში და არანაკლებ სპეციალისტის თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

7. სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (მთავარი სპეციალისტისათვის), ან პროფესიული განათლება (წამვანი სპეციალისტისა და სპეციალისტისათვის).

8. სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ გააჩნდეთ მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატი.