ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
471
03/07/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2009
000000000.00(0).000.000000
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №471

2009 წლის 3 ივლისი

. თბილისი

   ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

     ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს გამოუყოს 44 936 (ორმოცდაოთხი ათას ცხრაას ოცდა­თექვსმეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი, კერძოდ:

  ა) 2009 წლის 27 იანვარს საქმეზე – „რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ” მიღებული გადაწყვე­ტილების აღსრულების მიზნით 29 013 (ოცდაცხრა ათას ცამეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი;

  ბ) 2009 წლის 10 თებერვალს საქმეზე – „ხარიტონაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” მიღებული გადაწყვეტილების აღ­სრუ­ლების მიზნით 4 036 (ოთხი ათას ოცდათექვსმეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი;

გ) 2009 წლის 3 მარტს საქმეზე – „ღავთაძე საქარ­თველოს წინააღმდეგ” მიღებული გადაწყვეტილების აღსრუ­ლების მიზ­ნით 11 887 (თერთმეტი ათას რვაას ოთხმოც­დაშვი­დი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

 

   პრემიერ-მინისტრი            ნიკა გილაური